მინდა გითხრათ რომ ეს არის ძალიან მარტივი რამ, მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ, მე მოგიყვანთ მაგალითს. მე ფონს ვუცვლიფოლდერს ფოლდერს Program filesDoom 3
რომელიც მოთავსებულია D დისკზე. მინდა რომ სურათი FOLDERshot00001.bmp გამოვიყენო ფონად, რომელიც მოთავსებულია D:Program FilesDoom 3basescreenshotsFOLDERshot00001.bmp
ნაბიჯი 1
გახსენით Notepad ან ნებისმიერი სხვა ასეთი რამ, სადაც შესაძლებელია ტექსტის ჩაწერა. ჩაწერეთ [{BE098140-A513-11D0-A3A4-00C04FD706EC}]
შენიშვნა: ზემოთ გამოყენებულია მხოლოდ ნულები და არა ანბანის ასო O
ნაბიჯი 2
ეხლა ავირჩიოთ სურათი რომელიც გვინდა რომ ჩვენი ფოლდერის ფონი იყოს, ამას ვაკეთებთ შემდეგნაერად: ვწერთ ასეთ რამეს iconarea_image="D:Program FilesDoom 3asescreenshotsFOLDERshot00001.bmp" ანუ ვაზუსტებთ სურათის მისამართს.
შენიშვნა: IconArea არის სურათის დასაყენებელი ასე ვთქვათ ატრიბუტი, რომელიც ძალზედ აუცილებელია.
ნაბიჯი 3
აქ უნდა დავაყენოთ Label ანუ ის თუ რა ფერის ასოებით გინდათ რომ ეწეროს ტექსტი ფოლდერში. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ნავიჯი რადგანაც თუ ფონის ფერს დაემთხვა ტექსტის ფერიც მაშინ ფოლდერების სახელებს ვერ დავინახავთ. ყველა ფერს აქ თავისი კოდი, ტექსტების ფერების მისაღებად შეგიძლიათ გადახვიდეთ http://www.isotton.com/software/windows/smartcolor/ -ზე და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ფერი, პროგრამა არის უფასო.
ჩემს შემთხვევაში ვირჩევ თეთრ ფერს. რომლის კოდია 0x00FFFFFF. Notepad-ში კი გადამაქ შემდეგნაერად. ჩემოვდივარ ერთი ხაზით ქვევით და ვწერ: iconarea_text=0x00FFFFFF გვაქ შემდები სახის დოკუმენტი:
[{BE098140-A513-11D0-A3A4-00C04FD706EC}]
iconarea_image="D:Program FilesDoom 3basescreenshotsFOLDERshot00001.bmp"
iconarea_text=0x00FFFFFF
ნაბიჯი 4
ეხლა კი შევინახოთ ფაილი შემდეგი სახელით და ფორმატით desktop.ini (ini არის ფორმატი, desktop კი დასახელება). ეს ფაილს ვათავსებ შემდეგ მისამართზე D:Program FilesDoom 3
ნაბიჯი 5
ვაკეთებთ სისტემურ ფოლდერს შემდეგნაერად: ვხსნით Command Promt-ს ( ვხსნით Run-ს და ვწერთ command ) და ვწერ შემდეგ რამეს
Attrib +s "D:Program FilesDoom 3"
თუ ყველაფერი ისე გააკეთეთ როგორც მე ვაკეთებდი მაშინ გამოვა ის რაც ეხლა პოსტერზეა, ანუ ფოლდერს ექნება თქვენს მიერ შერჩეული ფოტო ფონად.